TOP პოლიტიკა

გიორგი გახარია: პარლამენტში ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის

“საკანონმდებლო ორგანოში ვიმყოფები შინაარსობრივი და მწვავე დისკუსიებისთვის და არა – პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ”,-ამის შესახებ პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და გითხრათ, ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვებისა და მწვავე დისკუსიების, რაც მთავარია, ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და ასევე, მზად ვართ დისკუსიისთვის. აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ ეს იქნება მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი მასალები