პოლიტიკა

გოგი წულაია: აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი

ზესტაფონის მერობისთვის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს.

„ზესტაფონელებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც „ფერო“ წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი“, – განაცხადა გოგი წულაიამ, რომელსაც მხარს ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა“ და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

მსგავსი მასალები