TOP სამართალი

გორში სასტიკად მოკლული გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს

გორში სასტიკად მოკლული ნანიკო ბერიანიძის დედამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს იმართება. მოსამართლის განცხადებით, ნებიერიძის მიზეზი გადამოწმდა და ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ სხდომის ბრალდებულის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.  ნანიკო ბერიანიძის დედაბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის განაჩენს ითხოვს.
“რა თქმა უნდა , ცრუობს და წინაზეც იცრუა. პროცესზე მოსვლის კი არ ეშინია, მანიაკია და უბრალოდ ხალხის ნერვებზე თამაშობს. პროცესის დახურვა მოსალოდნელი იყო, ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ, მომდევნო სხდომებზე ჩემი მეუღლეც დაიკითხება. განაჩენის მოლოდინი მაქვს იმის, რომ მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დაისაჯოს, რაც ჩვენ არ გვაქვს” – აღნიშნა დედამ.

მსგავსი მასალები