პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე-16 დეკემბერს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციას გამართავს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება. მისივე თქმით, აქცია თელავის გარდა სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა მას კონკრეტული ლოკაცია არ დაუსახელებია.

“გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა საშუალება, გამოეთქვა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების, მათთან შეზრდილი კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია. იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეგო ამომრჩეველთა აზრი, შევთავაზეთ პოლიტიკური პროცესის დაწყება, მაგრამ მათ სრული იგნორირება გაუკეთეს ამას. რადგან ხელისუფლებამ ყურად არ იღო საერთაშორისო დამკვირვებლების აზრი, ჩვენი შეთავაზებები, ამიტომ, 16 დეკემბერს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას“,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი მასალები