ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

ჰოლივუდის ორი სასურველი, მარტოხელა ვარსკვლავის საიდუმლო კავშირი

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის თაყვანისმცემლები, წყვილის სკანდალური განქორწინების შესახებ, ორ წელზე მეტია საუბრობენ.ამ ხნის განმავლობაში, მსახიობების მიმართ, უამრავი ახალი სასიყვარულო ისტორია გავრცელდა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, წყვილს, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საინფორმაციო პორტალის “The Sun” ინფორმაციით, ჰოლივუდის 55 წლის ვარსკვლავმა ბრედ პიტმა, ახალი რომანი, 43 წლის მსახიობ შარლიზ ტერონთან გააბა.

“ისინი, ერთი თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან. წყვილს, თავიდან მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა, რომელიც შემდეგ სასიყვარულო რომანში გადაიზარდა. წყვილის რომანს, საფუძველი, შობის დღესასწაულზე ჩაეყარა. რის შემდეგაც ერთმანეთს, საიდუმლოდ ხვდებიან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 12 იანვარს, 55 წლის პიტი და 43 წლის ტერონი ფილმის “რომა”, დახურულ ჩვენებაზე გამოჩნდნენ, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამასთან, მათი ერთად ყოფნის ფაქტი, ბლანკა ბლანკომაც გაამყარა, როცა “ინსტაგრამზე” მადლობის ნიშნად, მსახიობებთან გადაღებული ფოტოები ატვირთა. გაირკვა, რომ ბლანკო, კინოსურათის პრემიერას, მსახიობების მიწვევით დაესწრო” – ამბობს ინსაიდერი.

თუკი ეს ამბავი დადასტურდა, ორი მარტოხელა ვარსკვლავისთვის, ეს იქნება, პირველი სერიოზული და ამავე დროს, სენსაციური რომანი.

შეგახსენებთ, რომ შარლიზ ტერონი, 2015 წელს შონ პენის დაშორდა.

 

მსგავსი მასალები