მსოფლიო

“იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება” – საგარეო უწყება საქართველო მოქალაქეებს აფრთხილებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს.
“იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601” , – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი მასალები