სამართალი

“ილია ჯიშკარიანი ჩემი მეზობელია და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში მშვიდად ვივლი” 

პროკურატურას მიმართავს თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. თოდაძე გენერალურ პროკურორს ილია ჯიშკარიანის დაკავებას სთხოვს, რადგან როგორც დაზარალებული აცხადებს, ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

“მივმართავ გენერალურ პროკურორს, მოახდინოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება და გათვალისწინებულ იყოს თუნდაც ის, რომ ილია ჯიშკარიანი არის თანამდებობის პირი, რეალობაში ისნის რაიონი მის ხელშია. კიდევ, ერთი გარემოება, რომ ის არის ჩემი მეზობელი და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში ვივლი მშვიდად”, – აცხადებს თოდაძე.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მსგავსი მასალები