საზოგადოება

ილია მეორე თურქეთის პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯიფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილს უგზავნის.

ილია მეორე თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპული ხალხის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“თქვენო აღმატებულებავ, დიდად ვწუხვარ, რამდენიმე დღის წინ თურქეთში ელაზიგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიიღეთ ჩვენი თანადგომა და გთხოვთ, ჩვენი გულისტკივილი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თურქეთის ხელისუფალთ, სულიერ ლიდერებსა და ხალხს”, – აღნიშნულია საქართველოს პატრიარქის წერილში.

მსგავსი მასალები