საზოგადოება

იმედის საინფორმაციოს უახლოეს პერიოდში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

სოციალურ ქსელებში გავრცელებლი ინფორმაციის მიხედვით უახლოეს დღეებში ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციოს უფროსი ნანა ლეჟავა თანმდებობას დატოვებს.

ერთ-ერთი ვერსიით “იმედის” საინფორმაციოს, სავარაუდოდ ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა ჩაუდგება სათავეში.

თუმცა, “პირველთან” საუბრაში გიორგი ცხვიტავამ აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები ჯერ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც შეთავაზება მიუღია.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად აღნიშნულ თანამდებობას ჟურნალისტი ინგა დადიანი დაიკავებს, რომელთანაც დაკავშირებას ვერ ვახერხებთ.

ინგა დადიანი ამჟამად “პალიტრამედიის” საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს.

წყარო: pia.ge

მსგავსი მასალები