მსოფლიო

ინდოეთში ქვიშის ქარიშხალს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის, უტარ-პრადეშის შტატს ქვიშის ქარიშხალი დაატყდა, რომლის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანია დაღუპული, 20-ზე მეტი დაშავდა.

რეგიონის ექსტრემალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ადამიანების დაღუპვის მიზეზი ხეების წაქცევა და ელვა გახდა.

უამინდობის გამო, შტატში კერძო სახლების უმრავლესობა დანგრეულია, ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვიშის ძლიერი ქარიშხალი უტარ-პრადეშის შტატში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ის შტატის აღმოსავლეთ ნაწილისკენ გადაინაცვლებს.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გადაუდებელი საჭიროების გარდა, სახლები არ დატოვონ.

მსგავსი მასალები