TOP საზოგადოება

ინგა გრიგოლია დღევანდელ „რეაქციას“ ლევან ჩხაიძეს მიუძღვნის

„ტვ პირველის“ გადაცემები ეთერში ბრუნდება. ინგა გრიგოლია დღეს, 29 იანვარს, „რეაქციას“ ისევ წაიყვანს, თუმცა მისი თოქშოუ მთლიანად მიეძღვნება გარდაცვლილ კოლეგასა და მეგობარს, ლევან ჩხაიძეს. ტელეწამყვანს მისი მეგობრები გაიხსენებენ.

ინგა გრიგოლიამ 28 იანვარს ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

„დღეს ყველაზე მძიმე ანონსის გაკეთება მიწევს, ჯერ ერთი ფრაზაც ვერ დავწერე… ხვალ საღამოს ჩვენი დიდი პირდაპირი ეთერი ლევან ჩხაიძეს დაეთმობა. არ ვიცით, როგორ შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, ის კი ვიცი, რომ ხვალ, საღამოს რვაზე, თქვენ გაიცნობთ კიდევ უფრო სხვანაირ „ტვ პირველის“ ჯაკოს“.

მსგავსი მასალები