TOP პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს

არასწორია სასამართლოს თემით სპეკულირება, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოსამართლეობის კანდიდატთა სიის გამო, გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ყველაფერი კარგად იქნება

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარმოდგენიდან რამდენიმე დღეში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე გადაიდებოდა. დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდა პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული ახალი სია, რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში. ცუდი არაფერი ხდება, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურებსა და კრიტერიუმებზე. ეს ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ, დაკვირვების ქვეშ, შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს ბუნებრივია, არასწორია სპეკულირება თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი მასალები