მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლა

ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორზე შეტევა განაახლეს.

დარტყმების მთავარი ობიექტი რადიკალური პალესტინური ჯგუფი “ისლამური ჯიჰადია”.

ისრაელის სამხედროების თქმით, შეტევები არის საპასუხო რეაქცია ისრაელისკენ ადრე გაშვებულ რაკეტებზე. კონფლიქტის გამწვავება ღაზას ზონის საზღვრებზე სამშაბათს ღამით დაიწყო, როცა ისრაელმა “ისლამური ჯიჰადის” მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა.

მხარეებმა ერთმანეთს ასობით დარტყმა მიაყენეს. ღაზას ხელისუფლება იტყობინება, რომ შეტაკებების შედეგად 34 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

ცოტა ხნის წინ კონფლიქტის მონაწილეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდენ, თუმცა ეს შეთანხმება 1 დღეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.

მსგავსი მასალები