მედიცინა

ისტორიაში მეორედ – ექიმებმა აივ ინფექციისგან დაავადებული განკურნეს

ბრიტანელი პაციენტის აივ ინფექცია ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ განიკურნა. ექიმების ცნობით, ასეთი რამ ისტორიაში მეორეჯერ მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

პაციენტი, რომელსაც ლონდონში მკურნალობდნენ, ამჟამად რემისიის პერიოდს გადის და აივ ინფექციის საწინააღმდეგო წამლებს აღარ იღებს.

ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ პაციენტი ბოლომდე განკურნეს. მის დასახმარებლად მუშაობდნენ, ლონდონის იმპერიის კოლეჯის, კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები.

პირველი პაციენტი, რომელიც ამ გზით განკურნეს ტიმოტი ბრაუნი იყო, რომელმაც მკურნალობის კურსი გერმანიაში 2007 წელს გაიარა.

მსგავსი მასალები