მსოფლიო

იტალიაში, ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც მოძრაობდა მილანსა და ბოლონიას შორის, ხუთშაბათს დილით რელსებიდან გადავიდა, რის შესახებაც ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.

უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 27 დაშავდა, – ამის შესახებ წერს DEUTSCHE WELLE.

მძლავრი შეჯახების გამო ადგილზე გარდაიცვალა მატარებლის მემანქანე. სარკინიგზო ტრანსპორტის დამლაგებელს კი მძიმე დაზიანებები აღენიშნება ძვლების მოტეხილობის სახით, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ყველა ჩქაროსნული მატარებლის გადაადგილება ბოლონიასა და მილანს შორის დროებით შეჩერებულია.

მსგავსი მასალები