Face-ამბები

“ივანიშვილის გემი იძირება” – ჩერგოლეიშვილი ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებას ბოკერიას მეუღლე, „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე ეხმაურება:

“ივანიშვილის გემი რომ იძირება, ამას მისგან გაქცეული ვირთხები მოწმობენ.

საერთაშორისო პრესაში რა ხდება, ამას ივანიშვილის გარემოცვაც ხედავს – მერე რა, რომ დებილები არიან.

დასავლეთის წნეხს, განცხადებებსაც კარგად ხედავენ – მერე რა, რომ ენა არ ესმით.

გიგას დევნა ემსახურება ერთადერთს – ივანიშვილმა აჩვენოს თავის გარემოცვას, რომ იმდენად მყარადაა, ბოკერიას დაჭერასაც კი არ ერიდება.

გარემოცვას ამხნევებს ამით. გარემოცვას არწმუნებს, რომ ისევ ფორმაშია და არ მიატოვონ.

ცუდი კარტი უჭირავს, მაგრამ all in-ს შედის და ბლეფობს.

დავიჯერო, ჭორვილაში ფოცხზე ფეხი არასოდეს დაუბიჯებია?“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბოკერიამ უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის სურვილი გამოთქვა.

მსგავსი მასალები