პოლიტიკა

ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში დაიბარეს

“ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ჯიშკარიანი ამბობს, მისი დაბარების მიზეზი ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა – რამდენიმე დღის წინ, ჯიშკარიანმა გადაცემა „რეაქციაში“ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პირის, გიორგი დალაქიშვილის დაწინაურებაზე ისაუბრა.

„გიგი დალაქიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ დააწინაურა და თბილისის სამმართველოს უფროსის ადგილს იკავებდა. ჩვენი პროტესტის შემდეგ მან და მხეიძემაც დატოვა თანამდებობები. დალაქიშვილი შემჩნეული იყო არაერთ ჯალათობრივ ამბებში – ფიგურირებდა ვაზაგაშვილის და ხარძიანის მკვლელობის საქმეში. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ“ – აცხადებს ჯიშკარიანი.

მსგავსი მასალები