საზოგადოება

ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარე ჩაერთო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარე ჩაერთო.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამჟამად ტბაზე სამძებრო სამუშაოებს ორი ვერტმფრენი ახორციელებს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და აზერბაიჯანული მხარის ვერტმფრენი.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში დაკარგული მამაკაცების ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ჯანდარაში სანადიროდ ჩამოვიდნენ, ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები დინებამ აზერბაიჯანის მხარეს წაიყვანა.

ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს დღეს დილიდან ეძებენ.

მსგავსი მასალები