პოლიტიკა

კახა კალაძე: ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხებთ

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმა დადებითად არის შეფასებული.

“დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში დადებითად მიმდინარე პროცესებს. რაღაც გამოწვევები არის რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესოდ არცერთ ქვეყანაში არ არის, არც ყველაზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

მსგავსი მასალები