სამართალი

კახეთში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. სამმა ადამიანმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი კაცი კი ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ასევე დაშავდა მეორე ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანი.

დაშავებულთაგან 2 ბავშვია.

როგორც ,,პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი მასალები