საზოგადოება

კახეთში სკოლის შვიდი მოსწავლე მოიწამლა

კახეთში, ინტოქსიკაციის დიაგნოზით მე-6 კლასის შვიდი მოსწავლე, საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა.

ბავშვების თქმით, მათ სასწავლო დაწესებულების გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათი დალიეს და ქადა შეჭამეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი დაეწყოთ.

ექიმების განმარტებით, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ უკვე ყველა ბავშვი სახლში გაწერეს.

პედიატრის, მარინა ილაურის ინფორმაციით, არ გამოირიცხება, რომ ინტოქსიკაცია ვადაგასულმა პროდუქტმა გამოიწვია.

6 ბიჭი და 1 გოგონა ერთი და იგივე სკოლის მოსწავლეები არიან.

ლამბალოში ფაქტის შესასწავლად, შესაბამისი უწყებები უკვე ჩავიდნენ.

მსგავსი მასალები