მსოფლიო

კანადაში ტყის ხანძრის გამო ცხრა ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

კანადის დასავლეთ ნაწილში, ალბერტას პროვინციაში, ტყის ხანძრის გამო ცხრა ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი.

ალბერტას პროვინციაში ხანძარი მაისის შუა რიცხვებიდან გრძელდება. ცეცხლის ჩაქრობას სიცხე და მშრალი ამინდი აფერხებს. ამჟამად რეგიონში ცეცხლის 27 კერაა დაფიქსირებული.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 1200 მეხანძრე მონაწილეობს, მათ შორის მეზობელი პროვინციებიდან. სამუშაოებში ჩართულია ავიაცია.

მსგავსი მასალები