მედიცინა

კახეთში წითელას 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში წითელას 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ imedinews- ს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ჰოსპიტალიზაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.

„დაავადებულთა სტატისტიკა მზარდია, რის გამოც მოსახლეობას ვაქცინის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ. რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს”- თქვა ხიზანიშვილმა .

კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან წითელას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოში ფიქსირდება.

საქართველო კვლავ წითელას ეპიდემიის წინაშე დგას, სტატისტიკა მზარდია. ამ დროისთვის 580 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისსა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში. ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 000-მა მოქალაქემ ჩაიტარა.

მსგავსი მასალები