ყვითელი ფურცელი

კეტი პერიმ $50 ათასი გადაიხადა, რომ ორლანდო ბლუმი ფანს არ შეხვედროდა

კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობის შესახებ 2016 წელს გახდა ცნობილი.

წყვილი 2017 წელს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით, ურთიერთობა განაახლა.

ცოტა ხნის წინ, კეტი საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც აუქციონზე ბლუმთან პაემანი ჰქონდა გამოტანილი. ღონისძიებაზე მოზიდული თანხა კალიფორნიის ხანძრის დროს დაზარალებულებისთვის იყო გამიზნული. კეტი აუქციონზე ბლუმთან შეხვედრას ყიდდა, რაც მოტოციკლით სეირნობას და ბონუსად ლანჩის ერთად მირთმევას მოიცავდა. თუმცა, კეტიმ ეჭვიანი შეყვარებულის როლის თამაში გადაწყვიტა. “ეს ნიშნავს, რომ მასთან ერთად მოტოციკლზე ჯდომისას წელზე ხელები უნდა შემოხვიო, რაც ნამდვილად არ მომწონს”, – თქვა მუსიკოსმა.

კეტიმ დასძინა, რომ იღბლიანი მყიდველი ორლანდოს მუცელზე მის “ექვს კუბიკსაც” შეეხებოდა.

 

როგორც ჩანს, აუქციონზე ორლანდოს თავგადაკლული ფანიც იმყოფებოდა, რომელიც მზად იყო, რომ მასთან შესახვედრად 20 000 დოლარი გადაეხადა. ამ ამბით კეტი არც ისე აღფრთოვანებული დარჩა. როგორც აღმოჩნდა, ლორას მიერ შეთავაზებულ თანხაზე მაღალი ფსონის ჩასვლას არავინ აპირებდა. აუქციონი იხურებოდა, როცა სიტუაციაში კეტი ჩაერთო.

“არა, არა, ბოდიში, რა გქვიათ? ლორა? ბოდიში, მაგრამ მე 50 000 დოლარს ვიხდი”.

შემდეგ კი მიკროფონი მოისროლა და სცენა დატოვა.

როგორც უკვე მიხვდით, კეტის ქცევით ყველა აღფრთოვანებული არ დარჩენილა. ფანები წერდნენ, რომ ჯობდა კეტის თავისი 50 ათასი უბრალოდ დამატებით შეეწირა ქველმოქმედებისთვის. ამ შემთხვევაში დაზარალებულები 20 ათასის ნაცვლად, 70 ათასს მიიღებდნენ.

მსგავსი მასალები