Face-ამბები

ხათუნა ხოფერია: ხომ დარბის მიშა ჯვარამოგდებული, ხომ ციტირებს უგულავა სახარებას, ჯოჯოხეთი წინაა!

“ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი!” – ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, ნიკა გვარამიას პოსტს ეხმიანება:

“1. ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი!
2. ხომ დარბის მიშა ჯვარამოგდებული!
3. ხომ მიმართავს ბოკერია ხალხს ღმერთის შემწეობის იმედით.
4. ხომ ციტირებს ზეპირად უგულავა ბიბლიას და სახარებას!
5. ხომ გაიხსენეთ, რომ არსებობს სიტყვა პატრიოტები!
6. ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს!
ჯერ სად ხართ!
ჯერ ჰიპნოზში ხართ და დავიწყებულ, უარყოფილ ემოციებს იხსენებთ!!
ეს თქვენი კათარზისია!
ჯოჯოხეთი წინაა!!…” – წერს ხოფერია.

მარტივად:სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს….

Posted by Nika Gvaramia on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2019

მსგავსი მასალები