მსოფლიო

ხევში ჩავარდნილი მსახიობ ლევინის სხეული ნახევრად შეჭმული იპოვეს

2019 წლის 8 ივლისს გაუჩინარებული მსახიობის, ჩარლზ ლევინის სხეული, ნახევრად შეჭმული იპოვეს. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, გვამის ნაწილი სვავებმა შეჭამეს.

ცნობების მიხედვით, მსახიობი ყვითელი Fiat-ით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაიკარგა. მისი მანქანა გზიდან 7 კილომეტრში იპოვეს. ლევინი ძაღლთან ერთად იყო. მაშველებს ძაღლის გვამი მანქანაში დახვდათ, ხოლო მსახიობი ხევში იყო ჩავარდნილი.

სამართალდამცავებმა ჩარლზ ლევინის გარდაცვალებას უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

მსახიობი სერიალ „საინფელდსა“ და ვუდი ალენის ფილმებში მონაწილეობდა.

მსგავსი მასალები