საზოგადოება

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

დაშავებული ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა.

ექიმის ინფორმაციით, ის თავის არეში მიყენებული დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა. ამის შემდეგ მამაკაცმა მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა, რომელსაც ასევე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

მსგავსი მასალები