TOP პოლიტიკა

კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც მთავრობის ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა დავტოვოთ და პატივი ვცეთ სისტემას. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საკითხი წმინდა სამართლებრივია და ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ არის სამართალი დარღვეული.

“გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს, რომ ეს საკითხი დავტოვოთ სამართლებრივ ჩარჩოში. თქვენ იცით, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და ჩვენ შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი მასალები