TOP საზოგადოება

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ბინები ახალაშენებულ კორპუსშია. მათგან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი.
ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.

2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბულიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

წყარო: imedinews.ge

მსგავსი მასალები