პოლიტიკა

ლადო კახაძე: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება…

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძეარჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას მიესალმება და მადლობას უხდის ყველას, ვინც საარჩევნო ურნასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. როგორც კახაძემ აღნიშნა, არჩევნები, რომელიც ჩატარდა, წინგაგადგმული ნაბიჯია, თუმცა ყველა პროცესს აქვს მცირე ხარვეზები და გამონაკლისი არც ეს პროცესია.

მივესალმები აქტიურობას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდასაარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია, აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ საბოლოოშედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და ამის შემდეგ გაკეთდებაკომენტარი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდადსაპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრისგაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან,მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მე ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრეძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნოარჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და ამის შემდგომიც კიდევ უფრო უკეთესი“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ წინასწარი მონაცემები და შედეგები, რომელიც უკვე გაცხადდა მმართველ პარტიაში, გამართლდება.

ძალიან გამიხარდება, თუ ეს შედეგები დადასტურდება არჩევნების შემდეგ დაჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიცმოსახლეობის მიმართ მქონდა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, არჩევნებში ლადო კახაძე დიდი უპირატესობით ლიდერობს.

მსგავსი მასალები