პოლიტიკა

ლადო კახაძე: რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო

რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო“, – ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

მივესალმები აქტიურობას და ყველა ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, რომ დღესშეწუხდა, მობრძანდა და თავისი აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ, როგორი იქნებასაბოლოო ვერდიქტი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის,დიდად საპატივცემულო იყო ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ოპონენტთანშეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი საჯარო სივრცეშიყოველგვარი წესების დაცვით მოხდა. ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთან არისდაკავშირებული, ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისი პატარამინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს გაცილებითუკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით ნელა-ნელა, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და შემდგომი არჩევნებიცამაზე უკეთესი. ჯერ არ გავცნობივარ წინასწარ მონაცემებს, მაგრამ რამდენადაცვიცი, წინასწარი მონაცემები არის საიმედო ჩემთვის და კარგი მონაცემებია”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მსგავსი მასალები