სამართალი

ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიისას ასევე დაშავდნენ ბავშვის მშობლები და მძღოლი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი მასალები