TOP პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლება არის საფრთხობელა

,,წინა ხელისუფლება არის საფრთხობელა. სააკაშვილისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი და წარმოუდგენელია საკუთარ გუნდში უზრუნველყოს დემოკრატიული პროცესი, ეს ხომ ზღაპრებია, რომ ვაშაძე და დუმბაძე სხდებიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს სააკაშვილის გარეშე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა ,,პოლიტმეტრში“.

გოგიჩაიშვილმა გადაცემაში ასევე ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნებზე, იგი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ,, ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბინძური კამპანია წამოიწყო.

„ასეთი ბინძური კამპანია, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ წამოიწყეს, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ უკადრებელს კადრულობდა, არც ოჯახის და არც ქალის ფაქტორს არ ერიდებოდნენ, ფაქტობრივად ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი მასალები