TOP პოლიტიკა

ლევან იზორია ნატო-ში ინტეგრაციასა და NDI-ის კვლევაზე: ჩვენი მთავრობის ძალისხმევის დამსახურებაა

თავდაცვის მინისტრი NDI-ის კვლევის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ეხება. ლევან იზორია ამბობს, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველთა მაღალი მაჩვენებელი, მთავრობის ძალისხმევის დამსახურებაა.

“ჩვენი მთავრობის ძალისხმევის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ნატო-ში ინტეგრაცია და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი უწყების მოკრძალებული წვლილიც არის” განაცხადა მინისტრმა.

იზორიამ აღნიშნულ პროცესში მედიის როლზეც ისაუბრა.

“ახალი უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაძლევს საფუძველს, რომ რაოდენობა მხარდამჭერთა, საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში, იქნება მზარდი, და მათ შორის ეთნიკური უმცირესობის ფარგლებშიც.

ასე რომ, თქვენი, მედიის წვლილიც დიდია ამაში. მინდა, მადლობა გითხრათ, რადგან ეს არის საერთო ამოცანა და ამ საერთო ამოცანის განხორციელების ოპტიმალურ პირობებს ვხედავ ინფორმაციის სწორ მიწოდებაში, ანუ სტრატეგიულ კომუნიკაციაში. აქ თქვენ გადამწყვეტი თანამებრძოლები ხართ ამ შემთხვევაში მთავრობისთვისაც, რომლის სტრატეგიული ამოცანა სწორედ ნატო-ში გაწევრიანებაა“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 % საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა.

მსგავსი მასალები