Face-ამბები საზოგადოება

„მა, ნიკუშას გაფიცებ, წადი და მოუგე ამათ რაა… დარჩი ისეთი, როგორიც ნიკუშას უყვარდი!“..

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მევლუდ მელაძეს ფეისბუქის პირად გვერდზე შვილი, ლუკა მელაძე თხოვნით მიმართავს:

,,Mevlud მა, ნიკუშას გაფიცებ, წადი და მოუგე ამათ რაა! არ დანებდე! გამაგრდი და დარჩი ისეთი როგორიც ნიკუშას უყვარდი!“- წერს ლუკა მელაძე მამის ფეისბუქის გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში შემზარავი ავარია მოხდა, რომელსაც 16 წლის ბიჭი ნიკა ჯორჯაძე ემსხვერპლა, გარდაცვლილი აგრო ჰაბის მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გვლესიანის და ცნობილი ავტომრბოლელის, მევლუდ მელაძის ვაჟი იყო. 2 მაისს მევლუდ მელაძეს საქართველოს სახელით უნდა ეასპარეზა შეჯიბრში  Drift Masters Grand Prix. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ავტომრბოლელი შეჯიბრში მონაწილეობას.

მსგავსი მასალები