საზოგადოება

მაია ნიკოლაიშვილი: ერთხელ ჩემმა ხელმა გონების კარნახის გარეშე თავისით მიაგნო ტყვიას

“ადამიანის გვამს მე აღვიქვამ როგორც ტანსაცმელს, ტანსაცმელი ხომ ადამიანის სხეულს აცვია, მაგრამ სხეული თავისმხრივ ის ტანსაცმელია რომლითაც სული იმოსება. ამიტომ ექსპერტიზის დროს თამამად ვმოქმედებ, ვჭრი, ვიკვლევ და მჯერა, რომ ამით არაფერი არ ფუჭდება, თუ სული მოინდომებს მას შეუძლია ექსპერტს სამოსზე, ანუ მის გვამზე დაზიანების ადგილი მიუთითოს და მას მომხდარის არსის დადგენაში, დაფარული საიდუმლოს ამოხნაში დაეხმაროს. ხშირად მქონია ასეთი მინიშნებები, ერთხელ ჩემმა ხელმა გონების კარნახის გარეშე თავისით მიაგნო ტყვიას, იქ სადაც ლოგიკურად ტყვია არ უნდა მეძებნა. ” – ამბობს გაზეთ “ასავალ დასავალთან” ინტერვიუში სასამართლო ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი. ნიკოლაიშვილი მუშაობდა ისეთ ცნობილ საქმეებზე, როგორიცაა ეროსი კიწმარიშვილის, გიორგი სანაიას და ზურაბ ჟვანიას საქმეები. 

მსგავსი მასალები