მსოფლიო

მაიკლ ჯექსონის ნეშტს შესაძლოა ექსგუმაცია ჩაუტარდეს

ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, მაიკლ ჯეკსონის ნეშტს შესაძლოა ექსგუმაცია ჩაუტარდეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსგუმაციას 11 ადამიანი ითხოვს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჯექსონის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებას განიცდიდნენ.

გარდაცვლილი მომღერლის ოჯახის წევრები მათ სიცრუეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ცხედრის ექსგუმაციას არ დაუშვებენ.

თავად ჯექსონი ცხოვრების ბოლო წლებში ამ ბრალდებებს უარყოფდა. პოლიციამ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოძიების ფარგლებში ჩაატარა რეიდი ნევერლენდის რანჩოში. მაშინ პოლიცია ჯექსონის მიერ 13 წლის ბიჭზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებდა.

საქმე სასამართლომდეც მივიდა და უეიდ რობსონი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. მაშინ მან ნაფიცი მსაჯულების წინაშე თქვა, რომ ჯექსონს მასზე არასდროს უძალადია. შედეგად მომღერალს 2005 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა.

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.

მსგავსი მასალები