პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: ერი, რომელიც ტრადიციებს და ეროვნულ საგანძურს დაივიწყებს, მომავალი არ ექნება

პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20 სკოლაა უკვე გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას, საგალობელს და დამატებით კიდევ ექვსი სკოლა გაიხსნება.

მისი თქმით, სადაც იქნება საზოგადოების თხოვნა, ყველგან გაიხსნება ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრები, იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში.

„გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ფასეულობები. ვხელმძღვანელობ ჩემი პრინციპებით. ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ: აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისო. ქვეყანა და ერი, რომელიც ტრადიციებს და ეროვნულ საგანძურს დაივიწყებს, მომავალი არ ექნება“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მსგავსი მასალები