პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი…

“ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები”, – ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომლის კომენტარსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები“, – აცხადებს ხაზარაძე.

„ანაკლიის კონსორციუმის მიერ“ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ტოვებენ, შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობებს.

„ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი შეასრულებს.

მსგავსი მასალები