მსოფლიო

მაშველებმა მოზარდი ნანგრევებიდან 45 საათის შემდეგ ამოიყვანეს

სტამბოლში რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან 45 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან მოზარდი ამოიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, 16 წლის ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის რაიონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 6 თებერვალს ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 14 და დაშავდა 14 ადამიანი.

შენობაში სულ 14 ბინა იყო განთავსებული. უსაფრთხოების მიზნით, შენობის მიმდებარე რვა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი მასალები