მსოფლიო

მასობრივი ხოცვა ჰელას პროვინციაში – მოკლულია ათობით ბავშვი და ორსული ქალი

პაპუა-ახალი გვინეას მაღალმთიან რეგიონში მომხდარი მასობრივი ხოცვის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვები და ფეხმძიმე ქალები.

ჰელას პროვინციაში, სისხლიანი დაპირისპირება ადგილობრივ ტომებს შორის დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მასობრივი მკლველობის მოტივი უცნობია, თუმცა ტომებს შორის დაპირისპირება ამ რეგიონში 20 წელზე მეტია გრძელდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულთა რაოდენობა შესაძლოა 24-ზე გაცილებით მეტი იყოს.

მსგავსი მასალები