მსოფლიო

„მე მოვკვეთე თავი და ვნანობ ამას”- 25 წლის მამაკაცმა ტურისტი გოგოს მკვლელობა აღიარა

სკაანდინავიელი მთამსვლელი გოგონების მკვლელობის საქმეზე დღეს მაროკოში სასამართლო პროცესი გაიმართა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 25 წლის მამაკაცმა, რომელიც ჯიჰადისტური დაჯგუფების ლიდერობაშიც არის ეჭვმიტანილი, დანაშაული აღიარა.

„ერთ-ერთ მათგანს მე მოვკვეთე თავი და ვნანობ ამას,“ განუცხადა აბდესამედ აჯუდმა სასამართლოს.

24 წლის ლოუიზა ვესტერეიჯერის (დანია) და 28 წლის მარენ იელენდის (ნორვეგია) მკვლელობაში კიდევ 2 პირია ბრალდებული, 21 კი ეჭვმიტანილი. თითოეული მათგანს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრობაშიც ედებათ ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

ტურისტი ქალების თავმოკვეთილი ცხედრები ატლასის მთებში, მაროკოს უმაღლეს მწვერვალთან ახლოს, 2018 წლის დეკემბერში იპოვეს.

ერთ-ერთი მთამსვმელი გოგონას თავის მოკვეთის ვიდეო სოციალურ ქსელშიც კი გავრცელდა.

ნორვეგიის პოლიციამ კადრების ავთენტურობა დაადასტურა. დანიაში კი ამ ვიდეოს გავრცელებისთვის 14 პირია ბრალდებული და სასამართლო პროცესს ელის.

მსგავსი მასალები