Face-ამბები

მერაბ მეტრეველი: კარგი დაიბოღმე, დაიბოღმე, ტყუილებს რაღას მივრცელებ

ჩემს ბავშვობაში იყო ინდური ფილმი „შურისძიება და კანონი“. ვის გახსოვთთ? P.S. თაკოსაც რომ ასე დაერქმია პარტიისთვის, უფრო სწორი არ იქნებოდა?” – ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რასაც თავად ჩარკვიანი ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა:

“ერთხელ მერაბ მეტრეველმა (ჟურნალისტმა) ფ.ბ.ში დაწერა:”ელდარ შენგელაია რა რეჟისორიაო, რატომ ამბობენ, რომ უმაგრესიაო?!”, მაშინ შევეკამათე( და არა მხოლოდ მე) რას ამბობ მერაბ , გენიალური – უმაგრესი რეჟისორია- მეთქი, ვერ გავაგებინეთ, ნუ რას იზამ… მაშინ ვერ მივხვდი, თურმე სადა ხარ??? “ბოვშვი” ინდურ ფილმებზეა გაზრდილი, გიჟდება ინდურზე და რა გინდა ახლა რომ ჰქნა?! სულ ზეპირად იცის “სათაურებით “- “ზიტა -გიტა”, სახელს -” კანონს და სამართალს” რომ გაიგონებს, არც ბერძნები ახსენდება, არც კაჩინსკი, მაინც და მაინც ინდური ფილმი ”ურტყამს ტვინში” , (“მოკალი” ახლა )პირველი აქაც ინდური ფილმის ასოციაცია აქვს თურმე “შურისძიებაზე”, არადა ახლა გამახსენდა (ბურჭულაძის პარტიაში, ეს მერაბი არ იყო?? თუ მეშლება? (აი, შურისძიება ის იყო ბუჭულაძეს რაც გაუკეთა მეტრეველმა, რომ დაიწყო კივილი, ეკრანიდან არ ჩამოსულა, ეტყობა “შურისძიებაც” ინდური ფილმების ყურების დროს ისწავლა, რა სოცარია.. ახლა ამას ხომ ჯობია ანუ მერაბს, რომ პირდაპირ კოკა ყანდიაშვილი ან მისი ტროლი იყოს???  ნუ, “კაკ მინიმუმ” – კოკა იმას მაინც არ გეტყვის,”ელდარ შენგელაია ვინ არის ასეთიო , ეგ რა რეჟისორიაო”, მე არაფერი კაცო , პაატა ბურჭულაძე, ელდარ შენგელაია და ფელინი შემეცოდნენ, მეტრეველის ხელში. რა ნახე “ამნაირი” ინდური ფილმი მერაბ , ასე რომ დაგამახსოვრდა ბავშვობაში?!”, – დაწერა ჩარკვიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებლის განცხადებას ჟურნალისტი ასე პასუხობს:

“ესე იგი, ერთი უწყინარი ხუმრობა დავწერე მისი პარტის სათაურთან დაკავშირებით, ინდური ფილმის სათარუს მაგონებს „შურისძიება და კანონი” რომ იყო -მეთქი და როგორი ბოღმის ნთხევით და ტყულების დაბრალებით უპასუხია, გადავირიე. კარგი დაიბოღმე, დაიბოღმე, ტყუილებს რაღას მივრცელებ – მეტრეველი ბურჭულაძის პარტიიდან რომ წამოვიდა ეკრანიდან არ ჩამოსულა, სულ ლანძღავდაო, არადა მგონი ერთადერთი ვიყავი, ვისაც მისი პარტიიდან წამოსვლის მერე ბურჭულაძე არ ულანძღია. ის კი არა წამოსვლის შესახებაც ერთად გავმართეთ ბრიფინგი მე და პაატამ და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ტეხავს, ქალბატონო თაკო, ასეთი უსინდისო ტყუილების დაბრალება და გავრცელება. მაგრად ტეხავს!

შენგელაიზე კი რა თქვა: ერთხელ დავწერე, რომ მისი ფილმების წარმატების მთავარი შემოქმედები გენიალური სცენარისტები, გაბრიაძე და ჭეიშვილი იყვნენე-მეთქი და ამას მიხსენებს“, – პასუხობს მერაბ მეტრეველი თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს.

ცნობისთვის, გუშინ, პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა. ყრილობას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.

მსგავსი მასალები