სამართალი

“მესტიაში მივლინებით იმყოფებოდა, სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა”

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დენის დარტყმის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილის ძარაზე იმყოფებოდა რა დროსაც ის მაღალი ძაბვის ელექტოსადენს გამოედო და ადგილზე გარდაიცვალა.

27 წლის მამაკაცი სამსახურიდან მივლინებით მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი მასალები