საზოგადოება

მეუფე ანდრია: რუსეთის ეკლესია მყარად აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორია

„მოსკოვში შეხვედრების ფარგლებში ჩვენ მოგვეცა პატრიარქ კირილთან საუბრის შესაძლებლობა და ჩვენ კვლავ ვისაუბრეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო მდგომარეობაზე“, – ამის შესახებ „საპატრიარქოს ტელევიზიის“ ეთერში, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა, რომელიც მოსკოვს პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის 10 წლის იუბილის ფარგლებში სტუმრობდა.

მიტროპოლიტმა ანდრიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესია და მისი მეთაური,  ცხინვალსა და აფხაზეთს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიად მიაჩნია.

„კიდევ ერთხელ, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა დაადასტურა, რომ რუსეთის ეკლესია მყარად აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორია“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

მსგავსი მასალები