მსოფლიო

„მინისტრის კაბინეტში კატა ზის”- პაკისტანელი მინისტრის კურიოზულ კადრებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა

პაკისტანელი პოლიტიკოსის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ლაივ-რეჟიმში ჩართვისას, ერთ-ერთ ჟურნალისტს „კატის ეფექტის ფილტრის“ გამორთვა დაავიწყდა.

 

აღნიშნულის გამო რეგიონალური მინისტრი შაუკატ იუსაფზაი მაყურებლების წინაშე კატის ულვაშებით და ყურებით წარსდგა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ „მინისტრის კაბინეტში კატა ზის”.


ვიდეო პრესკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა, მაგრამ აღნიშნულის შესახებ ფოტოები ინტერნეტ-სივრცეში კვლავ ვრცელდება.

მსგავსი მასალები