TOP საზოგადოება

“მივმართავ ხელისუფლებას, გმირთა მოედანზე აღმართული სარცხვინელი მოაშოროს ქალაქიდან”…

მსახიობ ლალი ბადურაშვილს საახალწლო განათებებით გალამაზებული თბილისი მოსწონს, თუმცა აცხადებს, რომ გმირთა მოედანზე აღმართული გმირთა მემორიალი ამახინჯებს თბილისს და „ექს-პრეზიდენტ ნაგიჟარი მიხეილ სააკაშვილის ჩრდილის მატარებელია“ – ამის შესახებ მსახიობი “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 

 „თბილისის შუა გულში ისევ არის სააკაშვილის აჩრდილი, აღმართული გმირთა მემორიალის სახით! კვლავ მივმართავ ხელისუფლებას, გმირთა მოედანზე აღმართული სარცხვინელი მოაშოროს ქალაქიდან. ეს პატივისცემა კი  არა, შეურაცხყოფაა იმ გმირი ბიჭების, რომლებიც ომში გარდაიცვალნენ. ძალიანაც რომ გინდოდეთ, მათ სახელებს მემორიალზე ვერც ამოიკითხავთ. მასხრად აიგდო სააკაშვილმა, და სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლებაც არ ცდილობს, ამ საშინელებას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი. არ გვინდა ეს საშინელება, ყოველდღე 9-წლიან რეჟიმსა და ნაგიჟარ სააკაშვილს გვახსენებდეს!“  – აცხადებს ლალი ბადურაშვილი.

როგორც ბადურაშვილი აღნიშნავს, თბილისის მერის არჩევნების დროს, ამჟამინდელ მერ კახა კალაძეს თითქმის ყველა მისმა თანამოაზრემ სთხოვა, რომ ქალაქისათვის უსახური ნაგებობები მოეშორებინა და წელსაც იგივე თხოვნა აქვს მასთან.

 

 

 

 

მსგავსი მასალები