სამართალი

მკვლელობა განქორწინების დღეს – ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. “კურიერის” ინფორმაციით,  ექიმებმა მისი გადარჩენა მიყენებული მძიმე ტრავმების გამო ვერ შეძლეს.

პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია.

“კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობა განქორწინების დღეს მოხდა, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში შეაგდო ხელყუმბარა, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები იარაღიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული, შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: – rustavi2.ge

მსგავსი მასალები