სამართალი

“მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა და გაიქცა…” – ღვთაების მონასტერში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.  მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი მასალები