TOP სამართალი

მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მასწავლებელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

65 წლის მასწავლებელს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ვ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა – მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასწავლებელი 31 მარტს დააკავეს.

წყარო: Imedinews.ge

მსგავსი მასალები